2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:49:27

ამირან გამყრელიძე - მილიონი ადამიანია აცრილი და ბოლო კვლევებით, 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია

By: Admin
2021-10-20 15:06:59
204

მილიონი ადამიანი აცრილია და ბოლო კვლევებით, 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თქვა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ჯერ არ გამოკვეთილა.

"დაკვირვების მიხედვით, შემთხვევათა უმრავლესობა არ არის მძიმე, იმიტომ, რომ ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე არ არის, 46 000-მდეა აქტიური შემთხვევა, მაგრამ სისტემაზე ზეწოლა ჯერ არ გამოკვეთილა. მილიონი ადამიანია აცრილი და დაახლოებით 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია, ამიტომ ეს იმუნური ფენა ქმნის გარკვეულ რეზისტენტობას.  თუ დღეს გვქონდა 5200 შემთხვევა გასულ სამსაბათს იყო 4000 და წინა კვირას 2000 ზრდა არის მაგრამ მცირე და სწორხაზოვანი. ვაკვირდებით სიტუაციას და ვნახოთ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი,"- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


 

 

Share