3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:38:45

ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

By: Admin
2021-10-26 17:13:15
204

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1428 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1401 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6519 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6497 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0022 ლარი შეადგინა.

Share