4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:38:27

თამარ გაბუნია: აქციები მობილობას ძალიან ზრდის - ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება

By: Admin
2021-11-03 16:00:20
204

ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღევანდელი მდგომარეობით არ იგეგმება,- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების შეკითხვას დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ჯერ ის რეგულაციები უნდა აღსრულდეს, რაც უკვე დაწესებულია. რაც შეეხება  ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციები, მათ შორის აქციები მისი განმარტებით, აქციები შეზღუდვებს არ ექვემდებარება და ზრდის მობილობას.

"ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღევანდელი მდგომარეობით არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა ამის ასრულება რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება.რაც შეეხება აქციებს, აქციები მობილობას ძალიან ზრდის. აქციები შეზღუდვას არ ექვემდებარება, რადგან თან სდევს პოლიტიკურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და ეს რისკი დარჩება“- განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე, "მწვანე პასპორტთან" დაკავშირებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნული პასპორტი ითვალისწინებს ეპიდუსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის.

"მწვანე პასპორტის“ მიმართულებით, ბუნებრივია, მუშაობა მიმდინარეობს. კონცეფცია დამუშავებულია. "მწვანე პასპორტი“ ითვალისწინებს ეპიდუსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის, ამისი პრეცედენტები ქვეყანაში უკვე არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს, რათა ხელი შევუშალოთ ეპიდემიის შემდეგ გავრცელებას" - განაცხადა გაბუნიამ.

Share