3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:42:39

რომელი ვაქცინის გამოყენება შეგიძლიათ ბუსტერ დოზად

By: Admin
2021-11-09 14:28:44
204

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბუსტერ [ვაქცინის მესამე] დოზით 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირს შეუძლია აიცრას, რომელიც უკვე აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.

რომელი ვაქცინის გამოყენება შეგიძლიათ ბუსტერ დოზად - პირს, რომელიც აცრილია სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინით, შეუძლია გამოიყენოს სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს ფაიზერი.

ასტრაზენეკას შემთხვევაში, 6 თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს ფაიზერის ბუსტერ დოზა.

რაც შეეხება ფაიზერით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის რეკომენდებულია მეორე აცრიდან 6 თვეში ფაიზერის ბუსტერ, მესამე დოზა

"არის ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან სინოვაკით და სინოფარმით ბუსტერ დოზის გამოყენების შესაძლებლობას არა 6 თვის შემდეგ, არამედ უკვე 3 თვიდან 6 თვის ინტერვალში მეორე აცრიდან". – ამბობს თამარ გაბუნია.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტუილებით, 12-დან 15 წლამდე მოზარდები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შეძლებენ, კერძოდ კი Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით.

Share