4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:57:52

ფინანსთა სამინისტრომ ვალდებულებების აუქციონზე 30 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

By: Admin
2021-11-09 14:31:32
204

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 9 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მოთხოვნამ 89 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9%-ით, მაქსიმალური 9.14%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.04%-ით განისაზღვრა.

სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია. მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

Share