5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:48:27

200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს ყველა პენსიონერი, რომელიც 31 დეკემბრამდე აიცრება

By: Admin
2021-11-09 14:35:12
204

200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და   ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას  31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს. - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

„ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს  თვის განმავლობაში ორჯერ, პირველ და 15 რიცხვში მიეწოდება.

სააგენტო  ვაქცინირებული პირისთვის თანხის ჩარიცხვას, ინფორმაციის მიღებიდან, მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს.

იმ ბენეფიციარების დაფინანსება კი , რომელთა დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება,  თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.“- ნათქვამია განცხადებაში.

Share