4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:04:22

ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 31%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 24%-ით

By: Admin
2021-11-15 14:21:13
204

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველომ უცხოეთიდან 904 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით, 175 მილიონი დოლარით მეტია. 
ექსპორტი კი გასულ თვეში 31.4%-ით გაიზარდა და 411 მილიონი შეადგინა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.

ექსპორტი 29%-ითაა გაზრდილი 2019 წელთან შედარებითაც.

მთლიანად, 2021 წლის 10 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23%-ით მეტია.

წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 24.9%-ით გაიზარდა და 3.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 22.3%-თ გაიზარდა და 7.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 4.5 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, სადაც გავიგებთ, თუ რის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტი საქართველოში.

Share