ვალუტის კურსი

ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2018-2020 წლებში სიღარიბის მაჩვენებელი 19-21%- და ეკონომიკური ზრდა გახდა მეტად ინკლუზიური
"ინფლაცია არის პრობლემა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა, პანდემიამ დატოვა. მსოფლიოში ინფლაციის დონეს თუ შეხედავთ, ის ყველგან იზრდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს მეტად მტკივნეულია.
რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს ელემენტარული სტატისტიკაა. 2005-2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა, სიღარიბის მაჩვენებელი 40%-ს აღწევდა, 2018-2020 წლებში სიღარიბის მაჩვენებელი 19-21%-ა, ეკონომიკური ზრდა გახდა მეტად ინკლუზიური."-განაცხადა ნათია თურნავამ.