3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:36:44

ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის ღირებულება 4,311 ათასი აშშ დოლარია. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარ

By: Admin
2021-11-16 15:28:27
204

2021 წლის 1 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 1,491 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 613 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 166%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (820 ტონა), რუსეთში (526 ტონა), უკრაინასა (135 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).

Share