
ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანებამ “Post Europ” - მა თავის ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე გაავრცელა ინფორმაცია ქართული მარკის შესახებ, რომელზეც გამოსახულია გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და ბექობის არწივი.- ამის შესახებ ინფორაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.
მათი თქმით, აღნიშნული მარკა „Europa 2021“ შექმნილია "Post Europ" - ის ეგიდით და მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებისადმი.
„აღნიშნული მარკა საქართველოში 2021 წლის ოქტომბრიდან არის მიმოქცევაში, საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში, საქართველოს მასშტაბით. “Post Europ” - ის მეშვეობით კი მის შესახებ ინფორმაცია ევროპის მასშტაბით გავრცელდა. აღნიშნულით, გაიზრდება იმ აუდიტორიის რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლების შესახებ.
"Post Europ" - ის აქციას 2012 წლიდან ახორციელებს.“- ნათქვამია ინფორმაციაში.
Share