4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:09:39

„ლიბერთი“ ახალი პროდუქტების შეთავაზებას აგრძელებს - განვადება ყველა თაობისთვის

By: Admin
2021-12-08 14:15:35
204

ლიბერთი აგრძელებს ახალი პროდუქტების დანერგვას და არსებულის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

დღეიდან, განვადების პროდუქტით სარგებლობა უკვე 70 წლამდე მომხმარებლისთვის არის შესაძლებელი - მათ შორის უფროს თაობის მომხმარებლისთვისაც.

2021 წლის 7 დეკემბრიდან პარტნიორ კომპანიებთან ერთად, განსაკუთრებული შეთავაზებები და აქციებიც ამოქმედდება.

ლიბერთის არსებულ და ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად დაიმტკიცონ განვადების ლიმიტი 200-დან 10 000 ლარამდე, გააკეთონ სასურველი შენაძენი ლიბერთის 500-მდე მეგობარ ობიექტში. განვადების დამტკიცება, გაცემა და წინსწრებით დაფარვა არის უფასო.

ლიბერთის განვადებაზე მომხმარებლისთვის განსაკუთრებული საახალწლო აქციებიც იმოქმედებს:

7 დეკემბრიდან 9 დეკემბრამდე - ელიტ ელექტრონიქსში ლიბერთის განვადებაზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ 70 წლამდე მომხმარებლები.

Share