5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:54:27

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

By: Admin
2021-12-09 12:13:44
204

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 1.4 პროცენტით აღემატება. ზრდა ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.

საქსტატმა ასევე დააზუსტა 2021 წლის I და II კვარტალების მონაცემები, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკური გამოკვლევიდან და საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე.

2021 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა.

პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 60.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები - 59.8 მლნ. აშშ დოლარით (20.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე ჩეხეთი - 36.0 მლნ.აშშ დოლარით (12.0 პროცენტი).

2021 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 87.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 69.3 მლნ. აშშ დოლარით (23.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 54.8 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი).

Share