3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:41:31

ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით, საქართველო 194 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზეა

By: Admin
2021-12-09 16:23:37
204

2021 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანტიკორუფციული რეიტინგების უმეტესობა საქართველოში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. ამის შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ცენტრი ავრცლებს.

Trace International-ის მიერ 2021 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით საქართველო 194 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზეა ბიზნესის კორუფციის რისკის 26 ქულით. ორგანიზაცია ქვეყნებს აფასებს 100-ქულიანი სისტემით, სადაც 100 ქულა კორუფციის მაღალ, ხოლო 0 ქულა კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს.

როგორც IDFI-ის განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს 2021 წლის მაჩვენებელიგაუარესებული წინა წელთან შედარებით, როდესაც ქვეყანა 194 ქვეყანას შორის 25 ქულით 28-ე ადგილს იკავებდა. როგორც 2019, ისე 2018 წლის მონაცემებით საქართველო 200 ქვეყანას შორის 26 ქულით 27-ე ადგილზე იყო.ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ საუკეთესო მაჩვენებელი 2017 წელს დააფიქსირა, როცა ქვეყანამ 200 სახელმწიფოს შორის 25-ე ადგილი დაიკავა 23 ქულით. აღნიშნული მონაცემებიდან იკვეთება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკი ეტაპობრივად იმატებს.

ცნობისთვის, საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კორუფციის რისკის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დანიაში და, შესაბამისად, ქვეყანა ორი ქულით რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. ბიზნესის კორუფციის ყველაზე მაღალი რისკი კი გამოვლინდა ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც რეიტინგში 94 ქულით ბოლო - 194-ე ადგილზეა.

Share