ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4829 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4804 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 2.9497ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.9708 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0211 ლარი შეადგინა.
Share