2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:07:28

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

By: Admin
2021-12-22 17:15:40
204

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0939 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0939 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0958 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4964 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0018 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

Share