2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:44:56

საქსტატის მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 1.8 %-ით გაიზარდა

By: Admin
2021-12-24 13:01:01
204

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 2.7 პროცენტიანი მატებით, რამაც 1.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 14.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 19.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 11.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

Share