2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:47:10

გახარია: თუ იაფი წყარო გვექნება, გავაკეთოთ იმპორტი და არ მოვჭრათ ჩვენი ხე

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია არ ფიქრობს, რომ საქართველოში შეშის იმპორტი მოხდება.

გახარის განმარტებით, „შეშის იმპორტი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა“:

„ვფიქრობ, შეშის იმპორტი იქნება საკმაოდ ძვირი სიამოვნება. ამის წარმოდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან იაფი წყარო გვექნება. თუ ძალიან იაფი წყარო გვექნება საერთოდ გავაკეთოთ იმპორტი და არ მოვჭრათ ჩვენი ხე?“,-აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ხანძრების გამო, შესაძლოა, საქართველო შეშის იმპორტის საჭიროების  წინაშე დადგეს.

Share