1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:55:49

26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 2.5 მლნ აშშ დოლარის ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

By: Admin
2021-12-28 11:17:36
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 3 792 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,787), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.

Share