4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:12:16

რა პროექტები განახორციელდა 2021 წელს შიდა ტურიზმის განსავითარებლად - ადმინისტრაციის განმარტება

By: Admin
2021-12-28 13:14:32
204

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს სფეროს განვითარების და კერძო სექტორის მხარდაჭერისმიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა, - ამის შესახებ ინფრომაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათი თქმით, პანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის განვითარებას  განსაკუთრებული მნიშვნელობაენიჭება და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით აქტიურიკამპანიები ჩაატარა. 

„ინფო-ტურების პროექტით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა თუ შემომყვან ტურისტულკომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულად უცნობადგილებს, ტურისტულ პროდუქტებს, მარშრუტებსა და ობიექტებს, რომელსაც ტურისტული კომპანიებიმომავალ ტურებში შეიყვანენ და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებს შესთავაზებენ.

ინფო-ტურების პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კულინარიულ ტურებს განაგრძობს.  პროექტის მიზანი გასტრო - ტურიზმის ხელშეწყობა და სხვადასხვა რეგიონის კულინარიულიშესაძლებლობების პოპულარიზაცია, უნიკალური  და  ავთენტური  სამზარეულოს   ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. 

საქართველოს ტურისტულად საინტერესო ნაკლებად ცნობადი  ადგილების პოპულარიზაციის მიზნითგრძელდება პრეს-ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით.  პროექტში ქართველი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და  ოპერატორები მონაწილეობენ. 

2021 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ქართველი ჟურნალისტების 12 პრეს-ტური (137 მედია წარმომადგენელი), 10 გაცნობითი ტური ტუროპერატორებისათვის (180 მონაწილე) და ასევე 4 გასტროტური - (96 მონაწილე). პრეს-ტურების შედეგად მომზადდა 50-ზე მეტი  სიუჟეტი.სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის წარმოსაჩენად მომზადდა შიდა ქართლისა და რაჭის  2 ვიდეორგოლი.“- ნათქვამია განცხადებაში.

Share