3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:30:17

ოთხი სეზონი საქართველოში - National Geographic საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიათა ციკლს აქვეყნებს

By: Admin
2022-01-10 13:08:40
204

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გავლენიანმა გამოცემამ National Geographicსაქართველოს შესახებ ორი სტატია მოამზადა. 

„კულტურის ოთხი სეზონი საქართველოში“-ამ სათაურით National Geographic-ის პირველ სტატიაშიაღწერილია ქართული სტუმარ-მასპინძლობა, სუფრა, ადგილობრივების მუსიკა, ცეკვა და ქართულიკულტურა. 

„საქართველოში მოგზაურების შემდეგ ხშირად აქებენ ქართულ კერძებს , ღვინოსა და ბუნებას. მაგრამ, საქართველოზე შეყვარებული მოგზაურები სხვა რამესაც აფასებენ.  ეს არის ქართულიკულტურის სიმდიდრე და სიუხვე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საუკუნეების მანძილზესპარსეთის, ბიზანტიის, არაბეთის, მონღოლეთის, თურქეთისა და რუსეთის იმპერიების გავლენას განიცდიდა,  ქართული კულტურა განსხვავებული დარჩა.“-წერს სტატიის ავტორი ტარა იზაბელაბარტონი.

 „ ქართული მრავალხმიანი სიმღერის მუსიკალური ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა ქართულსუფრას,  სადაც თქვენ გეპატიჟებიან დღესასწაულად აქცევს. ქართულ სუფრაზე კერძების საოცარისიუხვე, მდიდარი მუსიკალური კულტურა ვიზიტორებს უკან დროში ამოგზაურებს.“-წერს National Geographic-ის ჟურნალისტი და დეტალურად აღწერს თუ რა დღესასწაულს აღნიშნავენ ოთხივესეზონზე საქართველოში.

 National Geographic-ის შემდეგი სტატია საქართველოს ბუნებას ეძღვნება შემდეგი სათაურით„მთებიდან ზღვამდე საქართველოში.“ 

სტატიაში აღწერილია ქვეყნის უნიკალური ეკოსისტემა და მრავალფეროვანი ბუნება: მთებშილაშქრობები, საქართველოს სამთო კურორტები, ეროვნული პარკები, მდინარეზე ჯომარდობა დაშავი ზღვის სანაპიროები. 

„ზამთარში თოვლის მოსვლა სალაშქრო სეზონის დასრულებას ნიშნავს, მაგრამ სამაგიეროდსაქართველოს სათხილამურო კურორტები მაღალ სიჩქარეზე გადადიან და სათხილამურო სეზონიიწყება. სამთო კურორტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვდებით. გუდაურით დაწყებული, რომელიც სტეფანწმინდასთან ახლოს მდებარეობს გოდერძით გაგრძელებული, რომელიცბათუმიდან რამდენიმე საათის მანძილზეა,  ასევე  შეგიძლიათ ესტუმროთ სვანეთის მთებში მდებარე კურორტებს:  ჰაწვალსა და თეთნულდს.  თუ ტურისტები უფრო განსხვავებულს და შორეულადგილს ეძებენ, შეუძლიათ ალპურ სოფელ ბახმაროს ესტუმრონ, სადაც სასრიალოდ სპეციალურიტექნიკა ე.წ. Cat skiing ადის. ხის კოტეჯებით ცნობილი და თოვლით დაფარული ბახმარო მთელქვეყანაში სუფთა ჰაერით გამოირჩევა. ბახმარო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული სამკურნალოკურორტია.“-წერს National Geographic-ის ჟურნალისტი.

 სტატიაში ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი მკითხველს ინფორმაციას აწვდის თბილისის, ბათუმის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების, მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივიაეროპორტების, აგრეთვე ქალაქებს შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის შესახებ. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედიადა სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა: Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue. 

კამპანია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლოს დასრულდება. კამპანიამიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში.

https://www.nationalgeographic.com/travel/article/paid-content-four-seasons-of-culture-in-georgia

https://www.nationalgeographic.com/travel/article/paid-content-from-the-mountains-to-the-sea-in-georgia

Share