
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ქალაქ მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე FITUR მონაწილეობს.
ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით გამოფენის ფარგლებშიტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მართავს.
წლევანდელ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საპრეზენტაციოსტენდზე წარდგენილია 15-მდე ქართული კომპანია, თბილისის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დაDMO იმერეთი.
FITUR ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა-ბაზრობაა, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოსასზე მეტი ქვეყნის ათი ათასზე მეტი კომპანიაა იღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო გამოფენა 23 იანვარს დასრულდება.
„მიუხედავად პანდემიისა წელს საქართველო ძალია შთამბეჭდავი სტენდით არის წარმომადგენელიგამოფენაზე. ჩვენ 11 კომპანიასთან ერთად ვმონაწილეობთ მადრიდის გამოფენაში. აქვე უნდააღინიშნოს, რომ FITUR არის გამოფენა, რომელიც პანდემიის მიუხედავად ყოველწლიურად იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია მთელი ევროპა და შესაბამისად დამატებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაგვეძლევა პანდემიის პირობებში ძალიან სწორი და ეფექტური პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენიტურისტული პროდუქტების.“ -განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
„გამოფენაზე ქართველებმა გამაცნეს საქართველოს ტურისტული ადგილები, ველური ბუნება, რომელიცძალიან მომეწონა. გავსინჯე ქართული ღვინო, არაჩვეულებრივია. თქვენს ქვეყანაში არასდროსვყოფილვარ, მაგრამ მინდა ვიმოგზაურო..“- აცხადებს მანუელ გაბრერა.
Share