ვალუტის კურსი

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 45 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.850 პროცენტით, მაქსიმალური 7.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.871 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
Share