3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:41:33

NDI-ის კვლევა: ეკონომიკური სიდუხჭირე მოსახლეობისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა;

By: Admin
2022-01-27 12:43:11
204

თბილისი – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობა (49%) და ფასების ზრდა/ინფლაციაა (42%).

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23% ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად სიღარიბეს ასახელებს, 21% დაბალ ხელფასებს, 14% კი, ლარის გაუფასურებას.

ამავე კვლევაში, მოსახლეობის 10% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა კორონავირუსია, 8%-სთვის მაღალი გადასახადები, 5%-სთვის კი, მაღალი ფასები საწვავზე. კორუფციასა და ნეპოტიზმს მოსახლეობის 3% ასახელებს, სესხებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას კი, 2%.

ცნობისთვის, გამოკითხვა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

Share