2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:52:22

საქართველოში 2021 წელს მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა

By: Admin
2022-01-31 11:23:08
204

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2021 წელს მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ გაცემულია 10 095 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტი) 7 434.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა- ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 42.8 პროცენტით მეტი). ნებართვების 74.4 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 9.2 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.9 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 29.5 პროცენტი - ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 11.7 პროცენტი - მცხეთა- მთიანეთის რეგიონზე, ხოლო 9.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2021 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 759.8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 3.9 პროცენტით მეტი) 2 347 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 10.0 პროცენტით მეტი). 

Share