2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:56:59

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

By: Admin
2022-01-31 17:57:19
204

31 იანვრის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0518 ლარია, ევროსი კი – 3.4104 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.1 თეთრით გაუფასურდა.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით. ერთი თურქული ლირის ღირებულება 0.2271 ლარს შეადგენს, ერთი ფუნტის გაცვლითი კურსი კი -  4.1028 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში პირველი თებერვლიდან შევა.

Share