4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:02:14

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4817 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4806 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. 1 ევრო ხვალ, 2.9153 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება  2.9251 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0246 ლარი შეადგინა.

Share