1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:54:30

თბილისში, უძრავი ქონების გაყიდვები 2019 წელთან შედარებით, 59%-ით გაიზარდა 

By: Admin
2022-02-04 13:13:38
204

„ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, თბილისში, 2021 წლის დეკემბერში 4 703 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 59%-ით მეტია. 

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 406 ტრანზაქცია დარეგისტრირდა როგორც ტრანსფერი ორ დეველოპერს შორის. ამ მაჩვენებლის გათვალისწინების გარეშე, მოთხოვნის ზრდა 45%-ს შეადგენს. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 66%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 230 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„2021 წლის დეკემბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 3 499 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 80%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა.

2021 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 23%-ით, 53 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა. მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობა, შესაბამისად, 66% და 140%-ით გაიზარდა,“- ნათქვამია „ქოლიერსის“ კვლევაში.

Share