
თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 20 წლის მაქსიმუმს მიაღწია და 48,7% პროცენტი შეადგინა. მონაცემებს თურქეთის სახელმწიფო სამსახური აცელებს
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თვეების განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ მზარდი მაჩვენებლები მხოლოდ დროებითია და რომ მთავრობას შეეძლო თურქებისთვის ტკივილის შემსუბუქება, ცხოვრების ხარჯები მხოლოდ გაიზარდა.
თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის თანახმად, სამომხმარებლო საქონლის ფასები იანვარში 11,1%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, რაც უფრო მაღალია ანალიტიკოსების პროგნოზებთან შედარებით, რომელიც 9%-დან 10%-მდე იყო.
თურქულმა ლირამ 2021 წელს თავისი ღირებულების 44% დაკარგა, რაც გამოწვეული იყო ერდოღანის უარით,განაკვეთების გაზრდაზე ინფლაციის მუდმივი მატების გამო. ვალუტის ტურბულენტობამ მძიმედ დაარტყა თურქებს, რადგან მათი ხელფასების ღირებულება დაეცა და საქონლისა და ენერგიის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა. პრეზიდენტმა პრიორიტეტად მიიჩნია კრედიტი და ექსპორტი, და თანმიმდევრულად ამტკიცებს, რომ განაკვეთების მატება რეალურად აუარესებს ინფლაციას და არა მის მოთვინიერებას.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა სექტემბრიდან 500 საბაზისო პუნქტით შეამცირა საპროცენტო განაკვეთები 14%-მდე.
„ერდოღანის წარუმატებელი მონეტარული პოლიტიკის ექსპერიმენტის შედეგები“, წერს ტიმოთი ეშმა, ბლუბეის ასეტ მენეჯმენტის განვითარებადი ბაზრების უფროსი სტრატეგი, ინფლაციის ანგარიშის შენიშვნაში.
Share