5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:56:28

„ცენტრ პოინტი“ გაიყიდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ გაიყიდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა.

„მოლაპარაკებები დასრულებულია, ახლა ვიწყებთ ტექნიკურ სამუშაოს გადაბარების. მე შემიძლია ვთქვა, რომ გავყიდეთ კომპანია, უბრალოდ მყიდველის კონფიდენციალობას დავიცავ, ამას მცირე დროში ყველა შეიტყობს. როგორ მოხდება ეს ყველაფერი ტექნიკურად და როგორ დალაგდება, ვნახავთ. ესეთი დიდი გარიგება საქართველოში, ამ სფეროში ყოველ შემთხვევაში, არ მომხდარა“, - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის აქტივებს „X2“ და „m²“ ყიდულობენ.

Share