3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:40:16

ვერაზე თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი - „თოდუას კლინიკა ვერა“ გაიხსნა

By: Admin
2022-02-11 12:38:50
204

ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის 10 ნომერში, თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი - „თოდუას კლინიკა ვერა" გაიხსნა. უახლესი აპარატურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილიალი, პაციენტებს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმების მომსახურებას სთავაზობს.

კლინიკის პაციენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში სრული ამბულატორიული სერვისი მიიღონ: რადიოლოგია (კტ, მრტ, ულტრაბგერა, რენტგენი, მამოგრაფია – ტომოსინთეზით, დენსიტომეტრია), ენდოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, გასტროენტეროლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ალერგოლოგია, დერმატოლოგია/ ონკოდერმატოლოგია, კლინიკური ონკოლოგია, პლასტიკური ქირურგია, საოჯახო მედიცინა. ასევე, გამოიკვლიონ  ინფექციური სნეულებები და ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმების მიზნით, „ჩექაფ" სერვისი მიიღონ.

კლინიკას ახალი მიმართულება – პედიატრია დაემატა. პედიატრიული მომსახურების მიღება მხოლოდ ვერის ფილიალში იქნება შესაძლებელი.

"თიბისი" 2007 წლიდან თოდუას კლინიკის ფინანსური პარტნიორია. თიბისისთვის, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია და ამ მიმართულებით, ბანკის ბაზრის წილი 54%-ია.

Share