
ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული მთავრობის მიერ ამ სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგია.
სამინისტროს ცნობით, ქვეყნის პოზიციები გაზრდილია ისეთ ქვეკომპონენტებში, როგორიცაა ინოვაციების შესაძლებლობა (6 პოზიციით), კომპანიების მიერ ტექნოლოგიების მიღების შესაძლებლობა (3 პოზიციით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტექნოლოგიების ტრანსფერი (3 პოზიციით), სახელმწიფო შესყიდვები თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში (6 პოზიციით) და სხვა.
წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები ასევე გაუმჯობესებულია ისეთ მნიშვნელოვან ქვეკომპონენტებში, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა (გაუმჯობესება 4 პოზიციით), საზოგადოების ნდობა პოლიტიკოსების მიმართ (4 პოზიციით), ინვესტორთა დაცვის სიძლიერე (13 პოზიციით და საქართველოს მე-7 ადგილზეა), ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობა (2 პოზიციით), მთლიანი საგადასახადო განაკვეთი (1 პოზიციით), ინფლაცია (79 პოზიციით), სესხების ხელმისაწვდომობა (8 პოზიციით), საგარეო ბაზრის ზომა (5 პოზიციით).
(NS)
Share