4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:41:06

20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან განხორციელებული ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

By: Admin
2022-02-21 14:12:00
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლია 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 5 308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (5,282 ტონა), 20 ტონა ვაშლის ექსპორტი უკრაინაში, ხოლო 6 ტონა ვაშლის ექსპორტი სომხეთში განხორციელდა.

Share