2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:46:57

სებ-ის განცხადებით, VTB ბანკი გადახდისუნარიანია და მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული

By: Admin
2022-02-25 11:31:45
204

საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ს, ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიიერ დასანქცირებულ "VTB" ბანკზე განცხადებას ავრცელებს. 

ეროვნული ბანკის განცხადებით, სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა შემუშავებული იყო, შედეგად, მათივე თქმით, სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. 

"პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია“, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს", - წერია ბანკის განცხადებაში. 

 

Share