3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:32:57

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2022-03-07 13:25:45
204

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 7 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 15 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.550 პროცენტით, მაქსიმალური 10.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.550 პროცენტით განისაზღვრა.

Share