4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:43:29

„ინტელიექსპრეს“ ფულად გზავნილებს უკრაინაში ნებისმიერი დანიშნულებით უფასოდ აგზავნის

By: Admin
2022-03-08 14:01:47
204

„ინტელიექსპრეს“  ფულად გზავნილებს უკრაინაში ნებისმიერი დანიშნულებით უფასოდ აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. 

„უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ უკრაინის მიმართულებით ფულის გადარიცხვას. სწორედ ამიტომ, 27 თებერვლიდან, ქართულმა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესმა უკრაინაში ფულად და საბანკო ჩარიცხვებზე საკომისიო გააუქმა.  ინტელექსპრესის სისტემით ასევე მომენტალურად და უპროცენტოდ ხდება თანხის გადარიცხვა, საქველმოქმედო მიზნებით, უკრაინის ეროვნული ბანკისა და  უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ანგარიშებზე 6 ქვეყნიდან.

ინტელიექსპრესის სისტემის გამოყენებით საკომისიოს გარეშე გადარიცხვა შემდეგი ქვეყნებიდანაა შესაძლებელი: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, კვიპროსი, თურქეთი და საქართველო“,- წერია განცხადებაში

ცნობისთვის, ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი 15 წელზე მეტია ოპერირებს უკრაინაში, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ მომხმარებლებს, პარტნიორებს და მთელს საზოგადოებას.

Share