3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:33:52

ნინო თანდილაშვილი - ყატარის გარემოს დაცვის მინისტრთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სათბური აირებით ვაჭრობის შესაძლებლობის საკითხები განვიხილეთ

By: Admin
2022-03-10 11:50:36
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ყატარის სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრს საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილებების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მთავრობის სტრატეგიულ ხედვაზე მიაწოდა ინფორმაცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს ნარჩენების მართვასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც კატარის გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამომავლოდ, საქართველოსთან გარემოს დაცვის საკითხებზე მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია.

უწყების ცნობით, გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად, ყატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.

Share