5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:58:37

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 539.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

By: Admin
2022-03-14 11:21:41
204

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 539.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 49.2 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 760.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (54.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 778.9 მლნ. აშშ დოლარი (47.0 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-თებერვალში 1 018.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტი შეადგინა

Share