1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:04:36

2022 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 13.7%-ით გაიზარდა

By: Admin
2022-03-15 16:41:16
204

საქართველოს ეროვნული ბანკმა გამოაქვეყნა ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2022 წლის თებერვლის მდგომარეობა. 

2022 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 183.4 მლნ აშშ დოლარი (551.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.7%-ით (22.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.6% მოდიოდა.

2022 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ აშშ დოლარი (80.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის თებერვლის (21.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27.5%-ით მეტია.

Share