4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:38:22

სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასური იცვლება

By: Admin
2022-03-30 12:29:30
204

თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება  შედის. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს.

ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა.

Share