
ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის და საბანკო სისტემისთვის ყველაზე დიდი რისკი მაღალი დოლარიზაციაა.
როგორც კონცელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაღალი დოლარიზაცია კრიზისების დროს დიდი პრობლემაა. ამიტომ, მისი შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარიზაციას ალტერნატივა არ აქვს.
„ყველა ექსპერტი, ყველა სარეიტინგო სააგენტო, ყველა აუდიტორი, ცალსახად ამბობენ, კი, სტაბილურად იზრდება საბანკო სისტემა, ყველაფერი კარგად არის, მომგებიანია, მაგრამ მაღალი დოლარიზაცია ყველაზე დიდი პრობლემაა. შესაბამისად, ეს ნაბიჯები ლარიზაციისკენ სწორია. კრიზისების დროს მაღალი დოლარიზაცია ყველაზე დიდი პრობლემაა, ბევრ ბანკს ურჩევნია, რომ დოლარში გასცეს სესხი, შეიძლება იქ უფრო მაღალი მომგებიანობაა, დოლარის რესურსი უფრო ადვილად მისაწვდომია, მაგრამ გლობალურად და გრძელვადიან პერსპექტივაში რომ ვთქვათ, ლარიზაციას ალტერნატივა არ აქვს“,-აღნიშნა არჩილ კონცელიძემ.
Share