
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2018 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ.
კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით 111.2 მილიონი ლარით იზრდება და 3 527.0 მილიონ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28.5%) შეადგენს.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, აქედან სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილია 2 463.2 მილიონი ლარი.
აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 982.8 მლნ ლარამდე; მათ შორის: მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის - 704.0 მლნ ლარი; იმუნიზაცია - 22.4 მლნ ლარი; C ჰეპატიტის მართვის პროგრამა - 16.0 მლნ ლარი; ინფექციური დაავადებების მართვა -10.5 მლნ ლარი; ტუბერკულოზის მართვა - 15.6 მლნ ლარამდე; აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა - 10.0 მლნ ლარზე მეტი, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია - 35.0 მლნ ლარი; ფსიქიკური ჯანმრთელობა - 21.0 მლნ ლარი; დიაბეტის მართვა - 13.0 მლნ ლარი; სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება - 39.0 მლნ ლარი; სოფლის ექიმი - 26.0 მლნ ლარი; რეფერალური მომსახურება - 22.3 მლნ ლარი; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 10.0 მლნ ლარი და სხვა.
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის - 25.0 მილიონი ლარი.
რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უწყებისთვის 1 830.0 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც 572.0 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.
პროექტის თანახმად, გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 1 283.2 მლნ ლარი, მათ შორის განხორციელდება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) - 250.0 მლნ ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) – 80.0 მლნ ლარი; სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა 150.0 მლნ ლარი; ბათუმის ახალი შემოვლითი გზა - 70.0 მლნ ლარი; ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია -45.0 მლნ ლარი; ქ. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა - 30 მლნ ლარი; ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 30.0 მლნ ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა - ზემო ოსიაური) 20.0 მლნ ლარი; ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 25 მლნ ლარი; სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 20.0 მლნ ლარი; სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა - 60.0 მლნ ლარი; მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა - 53.0 მლნ ლარი; თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა - 25.0 მლნ ლარი; ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია - 25.0 მლნ ლარი; თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა - 25.0 მლნ ლარი; მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - 10.0 მლნ ლარი.
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 262.0 მლნ ლარი, მათ შორის: მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 60 მლნ ლარი; მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - 71.0 მლნ ლარი (თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია და ბათუმის ნაპირდაცვის და სანაპირო ზოლის მოწყობა); საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი - 45.0 მლნ ლარი; რეგიონალური განვითარების პროექტი (კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) - ჯამში 43.7 მლნ ლარი.
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 254.9 მლნ ლარზე მეტი, მათ შორის 2018 წელს განხორციელდება: ქუთაისის წყალარინების პროექტის ფარგლებში 368 კმ სიგრძის წყალარინების ქსელის და 30 სატუმბი სადგურის მოწყობა. ასევე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა;
რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები - 12.0 მლნ ლარი, მათ შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარის მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა - 190.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია (მესტია, ანაკლია, ურეკი, ფოთი, ზუგდიდი, ჯვარი, ჭიათურა, გუდაური, ბაკურიანი, ბოლნისი, მარნეული), ასევე ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია და აბაშის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია;
- წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი - 12.5 მლნ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროექტების განხორციელება კახეთის (თელავი-კურდღელაური, სიღნაღი, წნორი, საგარეჯო), შიდა ქართლის (დუშეთი), ქვემო ქართლის (ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ლიკანი-წაღვერი) რეგიონებში.
- საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტი - 15.4 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენების, რეზერვუარების, სატუმბი სადგურების და გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა/რეაბილიტაცია (ფოთი, ზუგდიდი, ურეკი, მარნეული, თელავი, წყალტუბო, მესტია, ანაკლია).
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 62.6 მლნ ლარით და გათვალისწინებულია 1 178.8 მლნ ლარამდე, მათ შორის:
ზოგადი განათლების დასაფინანსებლად - 681.1 მლნ ლარამდე, მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 598.9 მლნ ლარი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 11.9 მლნ ლარამდე; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 12.8 მლნ ლარზე მეტი; მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 23.0 მლნ ლარამდე; საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 22.1 მლნ ლარი და სხვა;
პროფესიული განათლების დასაფინანსებლად - 38.0 მლნ ლარამდე; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად - 135.1 მლნ ლარზე მეტი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 62.6 მლნ ლარი; საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 97.2 მლნ ლარზე მეტი; დონორების დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიიმართება (მათ შორის ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს - გრანტი) 116.8 მლნ ლარამდე.
Share