2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:00:20

Mastercard-ის სპეციალური შეთავაზებები „ბაზისბანკის“ ბარათის მფლობელთათვის

By: Admin
2022-04-14 17:02:50
204

Mastercard-ი, „ბაზისბანკის“ ბარათების მფლობელებს, Wolt-ზე და Silk Hospitality Group-ის ქსელში გადახდისას, სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს.

Wolt-ის საშუალებით, ნებისმიერი ობიექტიდან, სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურების შეკვეთისას, „ბაზისბანკის“ Mastercard ბარათით გადახდის დროს, მომხმარებლებს, გადახდილი თანხის 20% ქეშბექის სახით, Wolt-ის ანგარიშზე დაუბრუნდებათ.

შეთავაზება მოქმედებს 15-დან - 24 აპრილის ჩათვლით.

„ბაზისბანკის“ Mastercard ბარათით, Silk Hospitality Group-ის სასტუმროებისა და კვების ობიექტების ქსელში გადახდისას, მომხმარებლებს 1+1 ექსკლუზიური შეთავაზებები ელით.

შეთავაზება გულისხმობს - სასტუმროებში დამატებით ოთახს ან ღამეს, ხოლო რესტორნებში, მენიუს ერთ დამატებით პერსონაზე.

Silk Hospitality Group აერთიანებს რედისონის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელს, როგორიცაა რესპუბლიკა, უმამი, ფილინი და სხვა.

შეთავაზება მოქმედებს 17-დან – 25 აპრილის ჩათვლით.

Share