
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 865.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.9 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 171.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (43.3 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 2 693.2 მლნ. აშშ დოლარს (35.7 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-მარტში, 1 521.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4 პროცენტია.
2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (220.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (125.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (109.8 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (463.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (273.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (241.9 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (562.4 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (461.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (383.3 მლნ. აშშ დოლარი).
Share