3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:34:00

ნინო წილოსანი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა

By: Admin
2022-04-26 13:18:53
204

„ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებისთვის თანადაფინანსებას მიიღებენ. ამოქმედდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა. მცირე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის ახალი პროგრამით მოხდება ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა წარმოებისთვის საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და აგრარულ სამუშაოების მიმართულებით აქტივობის სტიმულირებისთვის", - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს და  300 ათასზე მეტ ფერმერს დაეხმარება.

„პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, სუბსიდირების მოცულობა განისაზღვრება 1 ჰა-ზე 300 ლარის ოდენობით. სუბსიდიას მიიღებენ   0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდე მიწის მესაკუთრეები და განსაკუთრებული აქცენტი მცირე ფერმერებზე კეთდება. ასევე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ ფერმერთა რეესტრში", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

Share