5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:55:49

„საქართველოს ბანკი“ ”Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს” გამართავს

By: Admin
2022-05-06 14:23:43
204

“საქართველოს ბანკი”, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ”Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს” 11 მაისს, 20:00 საათზე, გამართავს.

“საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიება იმ სიახლეებსა და ინოვაციებს შეეხება, რომელსაც „საქართველოს ბანკი“, ბოლო პერიოდში ავითარებს და უახლოეს მომავალში დანერგავს. ღონისძიებისთვის თვალის მიდევნებას Facebook Live-ში იქნება შესაძლებელი https://bit.ly/3vB7y2a

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Bank of Georgia UPDATE-ის ფარგლებში, დაანონსდება სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს.

ტექნოლოგიების დღის სპიკერები საქართველოს ბანკის გუნდის წევრები იქნებიან. ღონისძიებაზე ისეთი თემები გაჟღერდება, როგორიცაა:

  • საქართველოს ბანკის მობილბანკის ახალი ფუნქციონალები და მათი უპირატესობები,
  • გადახდების მართვის სულ ახალი მეთოდი ბიზნესისთვის,
  • ყიდვის ახალი გამოცდილება,
  • ბიზნესისთვის საჭირო ახალი სერვისები და პლატფორმები,
  • საქართველოს ბანკის ახალი აპლიკაცია და სხვა პროდუქტები.

„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ახალი შესაძლებლობების შექმნას, იქნება ეს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვა, ტექნოლოგიური მიმართულების განვითარება თუ ქვეყანაში ამ სფეროს კვალიფიციური შრომითი რესურსის შექმნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვადევნოთ თვალი მომხმარებლის მუდმივადცვალებად საჭიროებებს და ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ უკეთესი პროდუქტები და ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ. "Bank of Georgia UPDATE''-ის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ იმ ტექნოლოგიებზე მოვუყვებით მსმენელს, რომელიც მუდმივად იცვლება, ვითარდება და ახლდება. ასევე, გავაჟღერებთ საინტერესო სიახლეებს, რომელსაც ბანკი მომხმარებელს უახლოეს მომავალში შესთავაზებს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

Share