3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:33:56

პრემიუმ ბრენდის, Renault Trucks-ის კომერციულ ავტომანქანებს რეგიონში ,,თეგეტა“ წარმოადგენს - პირველი ცენტრი თბილისში გაიხსნა

By: Admin
2022-06-11 15:09:21
204

  • ქართულ ბაზარს ფრანგული წარმოების სატვირთო ავტომანქანები შეემატა, რაც  ინფრასტრუქტურული, სამშენებლო და ლოგისტიკური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს;
  • თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Commercial Vehicles ფრანგული ბრენდის ტექნიკით სომხეთსაც მოამარაგებს.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი Tegeta Commercial Vehicles საქართველოში პრემიუმ კლასის ბრენდის Renault Trucks-ის გაყიდვებს იწყებს. ფრანგულ ბრენდს, რომელიც ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, რეგიონის ბაზარზე ქართული კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს. პირველი ცენტრი თბილისში 10 ივნისს, აღმაშენებლის ხეივანში გაიხსნა.

კომპანია მომხმარებელს რენოს მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილებს შესთავაზებს და გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებას გაუწევს. ცენტრში, რომელიც 580 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში, ერთდროულად 10-მდე სატრანსპორტო საშუალების მომსახურებაა შესაძლებელი. კომერციული ტრანსპორტის სერვისს კვალიფიციური მექანიკოსები, რენოს სტანდარტების სრული დაცვით, თანამედროვე დანადგარების საშუალებით განახორციელებენ.

რენოს პირველი ცენტრი თბილისში კომპანიის დირექტორმა და თურქეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონში Renault Trucks-ის ვიცე-პრეზიდენტმა გახსნეს, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდა.

სებასტიან დელეპინითურქეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონში Renault Trucks-ის ვიცე-პრეზიდენტი: „მოხარული ვარ თეგეტასთან  თანამშრომლობის დაწყებითჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვსრაც არის პროდუქციის მაღალი ხარისხი და მომხმარებელზე ზრუნვაჩვენი კომპანიების თანამშრომლობა რეგიონის მასშტაბით მოიცავს როგორც საქართველოსასევე სომხეთსვფიქრობეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საუკეთესო ხარისხის ტექნიკის მომხმარებლებისთვისთქვენს

რეგიონში ინფრასტრუქტურის მხრივ ბევრი პროექტი ხორციელდებათეგეტა ჩვენთვის ძლიერი პარტნიორია და მათთან ერთადრეგიონის განვითარების პროცესშიჩვენი პროდუქტითა და სერვისით სიამოვნებით ჩავერთვებით.“

უმსხვილესი  ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი Tegeta Commercial Vehicles საქართველოში Renault Trucks-ის ფრანგული წარმოების ტექნიკით სომხეთსაც მოამარაგებს. ამასთანავე,  ქართული კომპანია კომერციული ტრანსპორტისთვის ორიგინალ ნაწილებს მომხმარებელს  ორივე ქვეყანაში შესთავაზებს.

თეიმურაზ დარისპანაშვილი, Tegeta Commercial Vehicles-ის დირექტორი: „ მიხარიარომ პარტნიორებს საქართველოში რენოს ცენტრის გახსნაზე ვუმასპინძლეთრომელიც მომხმარებელს Renault Trucks-ის წარმოებულ  პრემიუმ კლასისსაშუალო და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებს შესთავაზებსეს უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემსერთი მხრივგანვავითაროთ ბიზნესიმეორე მხრივ კიწვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებშიეს გულისხმობს როგორც გზების და ავტომაგისტრალების მშენებელიისე ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელი და ლოგისტიკური კომპანიების მომარაგებასხაზგასასმელია ისიცრომ შესაძლებელი იქნება Renault trucks-ის მიერ წარმოებული ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით მომსახურება საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქშირაც საშუალებას მისცემს ჩვენს პარტნიორ კომპანიებსეფექტურად გააკონტროლონ საოპერაციო ხარჯები.“

Renault Trucks-ის ცენტრის გახსნაზე წარმოდგენილი იყო K-სერიის მოდელები, სამშენებლო და კარიერული დანიშნულების თვითმცლელები და ბეტონის მიქსერები, ასევე T- სერიის ლოგისტიკური დანიშნულების უნაგირა საწევარა. ცერემონიას, ორი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი და პარტნიორებიც ესწრებოდნენ. სტუმრებმა ახლადგახსნილი შოურუმი დაათვალიერეს და Renault Trucks-ის პროდუქციისა და ცენტრის სერვისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

Renault Trucks, რომელიც 150 ქვეყანაში ოპერირებს, მომხმარებელს ყოველწლიურად 50 000-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას აწვდის მსოფლიო მასშტაბით. ფრანგული ბრენდის პორტფელში სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციის ფართო არჩევანია წარმოდგენილი.

მათ შორის არის ელექტროავტომობილები, რომლებსაც Renault Trucks 10 წელზე მეტია აწარმოებს და მდგრადი მობილობის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები, ნულოვანი გამონაბოლქვით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის. ამასთანავე, ამცირებს სერვისის საჭიროებას და ხმაურს, საწვავზე მომუშავე ავტომობილებთან  შედარებით. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში Renault Trucks-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ელექტრომოდელების ჩამოყვანასაც უზრუნველყოფს.

კომერციული და სატვირთო ავტოტრანსპორტის გიგანტის მსოფლიო ქსელი, სადაც ახლა Renault Trucks-ის ქართული წარმომადგენლობა გაერთიანდა, გაყიდვებისა და მომსახურების 1400-ზე მეტ ცენტრს მოიცავს.

Tegeta Commercial Vehicles თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციულ და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს.

 

Share