2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:03:39

პსპ ფარმამ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ 12,39%-იანი წილის რვა მილიონ აშშ დოლარად გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო

By: Admin
2022-10-07 15:03:53
204

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში  PSP-მ  განაცხადა, რომ  მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოვოს ფარმწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის მანძილზე PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან.

ამ ეტაპზე შპს პსპ ფარმამ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის)  12,39%-იანი წილის (7 001 000 აქცია) რვა მილიონ აშშ დოლარად  და მზად არის მიიღოს წილის შეძენით დაინტერესებული პირებისაგან შესაბამისი წინადადებები.

Share