
ფინანსთა სამინისტროს აკადემია სტუდენტებისათვის ორ სასწავლო კურსზე კონკურსს აცხადებს.
საჯარო ფინანსების მართვის საფუძვლები
კურსის მიზანია, შესძინოს სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნა საჯარო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებში, როგორიცაა:
- საჯარო სამსახურში საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები (9 სთ)
- საგადასახადო კანონმდებლობა (30 სთ)
- ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგება საჯარო სექტორში (სახაზინო პროცედურების ჩათვლით) ( 57 სთ)
- ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ)
განრიგი:
დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი
საათი: 18:30- 21:30
31 ოქტომბერი – 28 დეკემბერი (პირველი ეტაპი)
9 იანვარი - 22 მარტი (მეორე ეტაპი)
ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში
კურსის მიზანია, შესძინოს მათ პრაქტიკული ცოდნა კერძო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებში, როგორიცაა:
- ბიზნეს - კანონმდებლობა (კანონი მეწარმეთა შესახებ) (3 სთ)
- საგადასახადო კანონმდებლობა (33 სთ)
- ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში (საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების გამოყენებით) (60 სთ)
- ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ)
განრიგი:
დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი
საათი: 18:30- 21:30
30 ოქტომბერი – 27 დეკემბერი (პირველი ეტაპი)
10 იანვარი - 23 მარტი (მეორე ეტაპი)
თითოეულ ჯგუფში განსაზღვრულია 22 მსმენელის შერჩევა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
სამოტივაციო წერილი;
რეზუმე ( CV);
ცნობა GPA-ის შესახებ;
ნიშნების ფურცელი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი 2017 წ.
გასაუბრება: 23-25 ოქტომბერი 2017 წ.
ტელ: (995 32) 226 10 26
ელ. ფოსტა: academy@mof.ge
Subject-ში მიუთითეთ იმ სასწავლო კურსის დასახელება, რომლის გავლაც გსურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
(NS)
Share