4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:37:37

მეხილე ფერმერებს ჯიღაურაში სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდათ

By: Admin
2023-04-14 01:25:01
204

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურისა  და ესპანური კომპანიის „ვივეროს ვერონი“ აგრონომიული სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებისა  და დაინტერესებული პირებისთვის სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი   გამართეს.  

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, სემინარი თემაზე „კურკოვანი კულტურების  სხვლა-ფორმირების პროგრესული მიდგომები“ ცენტრის ჯიღაურას  მეხილეობის  საკოლექციო ბაღში ჩატარდა და მოიცავდა  კურკოვანი კულტურების (ატამი, გარგარი)  გასხვლის თანამედროვე პროგრესულ მეთოდებს  და   2 D  (ბრტყელი)  ბაღის  კონცეპტუალური ფორმირების საკითხებს.   

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახური და ესპანური კომპანია „ვივეროს ვერონი“ ფერმერებისთვის  რეგულარულად  ატარებენ ერთობლივ ტრენინგებსა და სემინარებს, რომლის მიზანია საქართველოს მეხილეობის სექტორის პროდუქტიულობისა და მდგრადობის  ამაღლება  პერსპექტიული სხვლა-ფორმირების მეთოდებისა და ახალი ჯიშების ინტროდუქციის საფუძველზე.  

Share