ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4792 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4687 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0105 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.9143 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.9071 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0072 ლარი შეადგინა.
Share